სწრაფი კვების პროგრამა

შეკვეთა რამდენიმე შეხებით, დამატებები ფასით და სამზარეულოს ეკრანი, სადაც ჩანს, რა მზადდება. ინგრედიენტები რეცეპტით აკლდება, ასე რომ ხედავ, რა ღირს თითო ულუფა.

GTSoft — სწრაფი კვების პროგრამა

რა პრობლემას აგვარებს

პიკის საათზე შეკვეთები ირევა

შეკვეთა პირდაპირ სამზარეულოს ეკრანზე ჩნდება სტატუსებით: გაგზავნილი → მზადდება → მზადაა.

„ხახვის გარეშე" სადღაც იკარგება

მოდიფიკატორები (ერთი ან რამდენიმე არჩევანით, ფასით) შეკვეთასთან ერთად ჩანს სამზარეულოში.

ხორცი და პური „ქრება"

რეცეპტით ჩამოწერა: ყოველი ულუფა საწყობს ზუსტად თავის ინგრედიენტებს აკლებს.

სალარო

  • მენიუ კატეგორიებით და მოდიფიკატორებით.
  • ნაღდი, ბარათი ან შერეული გადახდა; ფისკალური ჩეკი.
  • ოფლაინ რეჟიმი: ინტერნეტის გათიშვისას გაყიდვა გრძელდება.

სამზარეულო და საწყობი

  • სამზარეულოს ეკრანი ავტომატური განახლებით და ხმოვანი შეტყობინებით.
  • რეცეპტით ჩამოწერა და ნახევარფაბრიკატების წარმოება.
  • დღის ანგარიში მოგებით.

რა ღირს

პირველი 2 თვე უფასოა, ბარათის მითითების გარეშე. შემდეგ — 50 ₾ თვეში (1 ფილიალი, 2 მომხმარებელი), 4 მომხმარებელი — 70 ₾, რესტორანი (2 მიმტანი, 5 მაგიდამდე) — 80 ₾. მეტი ფილიალი ან მომხმარებელი — ფასი ინდივიდუალურად.

ხშირი კითხვები

სჭირდება სამზარეულოს ცალკე მოწყობილობა?

საკმარისია ნებისმიერი ეკრანი ბრაუზერით — პლანშეტი, ტელევიზორი ან კომპიუტერი.

შეიძლება დამატებები ფასით?

კი. მოდიფიკატორების ჯგუფი შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე არჩევანით, თითოეულს თავისი ფასით.

მუშაობს ინტერნეტის გარეშე?

კი. შეკვეთები და გაყიდვები მოწყობილობაზე ინახება და კავშირის აღდგენისას სინქრონდება.

სცადე შენს ბიზნესზე

რეგისტრაცია უფასოა, პირველი 2 თვე — ბარათის მითითების გარეშე. ინტერფეისი 6 ენაზე.

სცადე 2 თვე უფასოდ