ქსელური მაღაზიის პროგრამა: რამდენიმე ფილიალი — ერთი სისტემა

პროდუქტს ერთხელ აღწერ მთელი ქსელისთვის, ფასი და ნაშთი კი ყოველ ფილიალს თავისი აქვს. ხედავ, სად რა იყიდება, სად ნამეტია და სად აკლია.

რა პრობლემას აგვარებს

ერთ ფილიალში ნამეტია, მეორეში — აკლია

შესყიდვის გეგმა იქვე აჩვენებს სხვა ფილიალის ნამეტს; გადაზიდვა ერთ ფილიალში იქმნება და მეორეში მიიღება, RS.GE ზედნადებით.

ყოველ ფილიალს თავისი ცხრილი აქვს

ერთი ორგანიზაცია, ერთი პროდუქტების სია და ანგარიშები ყველა ფილიალზე ერთად ან ცალ-ცალკე.

არ იცი, ვინ რას აკეთებს

მოლარე, მენეჯერი და ბუღალტერი თავიანთი უფლებებით; ქმედებების ჟურნალი თარიღითა და მომხმარებლით.

ფილიალებს შორის

  • პროდუქტი ერთხელ — მთელ ორგანიზაციაზე; ფასი და ნაშთი ფილიალით.
  • გადაზიდვა: გაგზავნა და მიღება დადასტურებით, RS.GE ზედნადებით.
  • შესყიდვის გეგმა ფილიალის ჭრილში, სხვა ფილიალების ნამეტით.

კონტროლი

  • ანგარიშები ყველა ფილიალზე ერთად ან ცალ-ცალკე.
  • 10-ზე მეტი როლი და ცალკეული უფლებები — მოლარე მხოლოდ იმას ხედავს, რაც მიეცი.
  • ქმედებების ჟურნალი: ვინ, რა და როდის შეცვალა.

რა ღირს

პირველი 2 თვე უფასოა, ბარათის მითითების გარეშე. შემდეგ — 50 ₾ თვეში (1 ფილიალი, 2 მომხმარებელი), 4 მომხმარებელი — 70 ₾, რესტორანი (2 მიმტანი, 5 მაგიდამდე) — 80 ₾. მეტი ფილიალი ან მომხმარებელი — ფასი ინდივიდუალურად.

ხშირი კითხვები

რამდენი ფილიალის დამატება შეიძლება?

ერთ ორგანიზაციაში რამდენიმე ფილიალია შესაძლებელი. ტარიფი 1 ფილიალისთვისაა; მეტი ფილიალის ფასს ინდივიდუალურად ვთანხმდებით.

ფილიალებს ერთი პროდუქტების სია აქვთ?

შეიძლება: პროდუქტი აღწერე ორგანიზაციის დონეზე, ფასი და ნაშთი კი ყოველ ფილიალს თავისი ექნება.

როგორ გადავიტანო საქონელი ფილიალებს შორის?

გადაზიდვით: ერთ ფილიალში ქმნი და აგზავნი, მეორეში იღებენ. საჭიროებისას RS.GE ზედნადებიც იქიდანვე იგზავნება.

სცადე შენს ბიზნესზე

რეგისტრაცია უფასოა, პირველი 2 თვე — ბარათის მითითების გარეშე. ინტერფეისი 6 ენაზე.

სცადე 2 თვე უფასოდ