საწყობის აღრიცხვის პროგრამა

ყოველი მიღება, გაყიდვა, გადაზიდვა და ჩამოწერა ნაშთს მაშინვე ცვლის. იცი, რა გაქვს თაროზე, რა ღირს და რამდენი გმართებს მომწოდებლის.

GTSoft — საწყობის აღრიცხვის პროგრამა

რა პრობლემას აგვარებს

ნაშთი ცხრილში არ ემთხვევა თაროს

ინვენტარიზაცია: დათვლილი სისტემას ედარება, დანაკლისი ჩამოიწერება, ზედმეტი მიიღება — ორივე ისტორიაში ჩანს.

მოგება „დაახლოებით" იცი

FIFO პარტიები: ყოველი მიღება თავისი ფასით, გაყიდვა ჯერ ძველ პარტიას ხარჯავს — მოგება რეალური შესყიდვის ფასით ითვლება.

მიღებას საათები სჭირდება

მომწოდებლის RS.GE ზედნადები პირდაპირ მიღებაში შემოდის; შტრიხკოდის შესაბამისობას სისტემა იმახსოვრებს.

მიღება და ნაშთი

  • მიღება ხელით ან RS.GE ზედნადებიდან; მომწოდებლის ვალი და გადახდები.
  • თვითღირებულება ბაჟისა და ტრანსპორტის ჩათვლით.
  • პროდუქტების იმპორტი Excel-იდან.

კონტროლი

  • პროდუქტის ისტორია: ყოველი მოძრაობა ერთ სიაში.
  • ვადების ანგარიში.
  • შესყიდვის გეგმა გაყიდვისა და გადაზიდვის ტემპით.

რა ღირს

პირველი 2 თვე უფასოა, ბარათის მითითების გარეშე. შემდეგ — 50 ₾ თვეში (1 ფილიალი, 2 მომხმარებელი), 4 მომხმარებელი — 70 ₾, რესტორანი (2 მიმტანი, 5 მაგიდამდე) — 80 ₾. მეტი ფილიალი ან მომხმარებელი — ფასი ინდივიდუალურად.

ხშირი კითხვები

როგორ ითვლება თვითღირებულება?

FIFO პარტიებით: ყოველი მიღება ცალკე პარტიაა, გაყიდვა კი ჯერ ყველაზე ძველს ხარჯავს.

შემიძლია ძველი პროგრამიდან პროდუქტების გადმოტანა?

კი, Excel-ის ფაილიდან იმპორტით. ფორმატს წინასწარ შევათანხმებთ.

შეიძლება საწყობი სალაროს გარეშე გამოვიყენო?

კი. მოდულები ცალ-ცალკე ირთვება — შეგიძლია მხოლოდ საწყობი და ანგარიშები გამოიყენო.

სცადე შენს ბიზნესზე

რეგისტრაცია უფასოა, პირველი 2 თვე — ბარათის მითითების გარეშე. ინტერფეისი 6 ენაზე.

სცადე 2 თვე უფასოდ