კაფე-რესტორნის პროგრამა
მიმტანი შეკვეთას ტელეფონიდან ან პლანშეტიდან იღებს, სამზარეულო მას ეკრანზე ხედავს, საწყობს კი პროდუქტი რეცეპტით აკლდება. ანგარიში იყოფა სტუმრებს შორის, ჩაის ფულით ან მის გარეშე.

რა პრობლემას აგვარებს
ქაღალდის ჩეკი სამზარეულოში იკარგება
სამზარეულოს ეკრანი: შეკვეთა სადგურის მიხედვით (სამზარეულო, ბარი...) ჩნდება, სტატუსებით და ხმოვანი შეტყობინებით.
არ იცი, რა ღირს კერძი
ყოველ კერძს რეცეპტი აქვს — გაყიდვისას ინგრედიენტები საწყობიდან აკლდება და მოგება რეალურად ითვლება.
ანგარიშის გაყოფა რთულია
ანგარიში იყოფა თანაბრად ან ხელით, ჩაის ფულით (0/5/10/15%), ნაღდით, ბარათით ან შერეულად.
დარბაზი
- დარბაზის რუკა მაგიდებითა და კედლებით; ტელეფონზე — მაგიდების ბადე.
- კერძების კურსები და მოდიფიკატორები (დამატებები ფასით).
- რამდენიმე მიმტანი ერთდროულად, ინტერნეტის გათიშვისასაც.
სამზარეულო და საწყობი
- სადგურები: სამზარეულო, ბარი, სახინკლე, სამწვადე — თითოს თავისი ეკრანი.
- რეცეპტით ჩამოწერა და ნახევარფაბრიკატების წარმოება.
- მიღება RS.GE ზედნადებიდან და დღის ანგარიში მოგებით.
რა ღირს
პირველი 2 თვე უფასოა, ბარათის მითითების გარეშე. შემდეგ — 50 ₾ თვეში (1 ფილიალი, 2 მომხმარებელი), 4 მომხმარებელი — 70 ₾, რესტორანი (2 მიმტანი, 5 მაგიდამდე) — 80 ₾. მეტი ფილიალი ან მომხმარებელი — ფასი ინდივიდუალურად.
ხშირი კითხვები
შეუძლია მიმტანს შეკვეთის ტელეფონიდან მიღება?
კი. რესტორნის სალარო ტელეფონსა და პლანშეტზე იხსნება ბრაუზერში — ცალკე აპლიკაცია არ სჭირდება.
რა ღირს რესტორნის ტარიფი?
80 ₾ თვეში: 2 მიმტანი, 2 სხვა მომხმარებელი და 5-მდე მაგიდა. პირველი 2 თვე უფასოა.
როგორ აკლდება პროდუქტები საწყობს?
ყოველ კერძს რეცეპტი აქვს. გაყიდვისას მისი ინგრედიენტები საწყობიდან თავისით ჩამოიწერება.