მინიმარკეტის და სასურსათო მაღაზიის პროგრამა
სწრაფი სალარო შტრიხკოდითა და სასწორით, ნაშთი, რომელიც ყოველ გაყიდვაზე ახლდება, და მომწოდებლის ზედნადებები, რომლებიც ხელით აღარ იკრიფება. მუშაობს ბრაუზერში, ინტერნეტის გათიშვისასაც.

რა პრობლემას აგვარებს
რიგი სალაროსთან
შტრიხკოდის სკანირება, ასაწონი პროდუქტის ეტიკეტი და ბარათით გადახდა ერთ ეკრანზე — მოლარე ერთ ჩეკს წამებში ხურავს.
პროდუქტი გათავდა, ზედმეტი კი თაროზე ძველდება
შესყიდვის გეგმა გაყიდვის ტემპით აჩვენებს, რა იწურება და რამდენი უნდა შეუკვეთო; ვადების ანგარიში — რას ეწურება ვადა.
მომწოდებლის ზედნადებს ხელით კრეფ
RS.GE-ზე შენს მისამართზე გამოწერილი ზედნადები პროგრამაში თავად ჩნდება და საწყობის მიღებად ერთი ღილაკით იქცევა.
სალაროში
- სასწორის ეტიკეტი: შტრიხკოდიდან ავტომატურად იკითხება პროდუქტი და წონა.
- სამი ფასი თითო პროდუქტზე — მაგალითად, საცალო და საბითუმო.
- შენახული კალათა: დაუსრულებელი გაყიდვა გადადე და შემდეგ მყიდველს მოემსახურე.
- ფისკალური ჩეკი და ბანკის ტერმინალი; ნაღდი, ბარათი ან შერეული გადახდა.
- ოფლაინ რეჟიმი: ინტერნეტის გათიშვისას სალარო ყიდვას აგრძელებს.
მენეჯერისთვის
- ნაშთი რეალურ დროში და პროდუქტის სრული ისტორია.
- ინვენტარიზაცია: დათვლილი სისტემას ედარება, დანაკლისი ჩამოიწერება.
- დღის ანგარიში მოგებით — თვითღირებულება ყოველ პარტიაზე.
- კლიენტის ვალი („ნისია") და ლოიალობის ქულები.
რა ღირს
პირველი 2 თვე უფასოა, ბარათის მითითების გარეშე. შემდეგ — 50 ₾ თვეში (1 ფილიალი, 2 მომხმარებელი), 4 მომხმარებელი — 70 ₾, რესტორანი (2 მიმტანი, 5 მაგიდამდე) — 80 ₾. მეტი ფილიალი ან მომხმარებელი — ფასი ინდივიდუალურად.
ხშირი კითხვები
მუშაობს თუ არა ელექტრონულ სასწორთან?
კი. სასწორის ეტიკეტის შტრიხკოდიდან სალარო თავად კითხულობს პროდუქტსა და წონას — კაბინეტში სასწორის პრეფიქსს მიუთითებ.
შემიძლია ნისიად გაყიდვა?
კი. გაყიდვა კლიენტზე ფორმდება, ვალი მის ბარათზე ჩანს და გადახდა ნაწილ-ნაწილაც შეიძლება.
რა ღირს მინიმარკეტის პროგრამა?
პირველი 2 თვე უფასოა. შემდეგ 50 ₾ თვეში ერთ ფილიალზე და 2 მომხმარებელზე, 4 მომხმარებლით — 70 ₾.