სალარო მაღაზიისთვის, რომელიც ინტერნეტის გათიშვისასაც ყიდის
GTSoft-ის სალარო ბრაუზერში მუშაობს და ინსტალაციას არ საჭიროებს. მოლარე ასკანერებს, იღებს ნაღდს ან ბარათს და ბეჭდავს ჩეკს — ნაშთი და ანგარიშები კი იმავე წამს ახლდება.

სწრაფი გაყიდვა
ყოველდღიური სალაროსთვის საჭირო ყველაფერი ერთ ეკრანზეა.
- შტრიხკოდის სკანირება, ძებნა სახელით ან კოდით და პროდუქტების ბადე.
- სასწორის ეტიკეტი: შტრიხკოდიდან ავტომატურად იკითხება პროდუქტი და წონა.
- სამი ფასი თითო პროდუქტზე (მაგ. საცალო და საბითუმო) და სწრაფი გადართვა.
- შენახული კალათა — დაუსრულებელი გაყიდვა გადადე და მერე გააგრძელე.
- დაბრუნება მიზეზის მითითებით.
გადახდა და ფისკალური ჩეკი
ბანკის ტერმინალი და ფისკალური აპარატი სალაროს მოლარის კომპიუტერზე დაყენებული პატარა პროგრამით უკავშირდება.
- ნაღდი, ბარათი ან შერეული გადახდა; რამდენიმე ტერმინალი ერთ ფილიალში.
- ხურდის გამოთვლა და სალაროში თანხის შეტანა-გატანის აღრიცხვა.
- ჩეკის შაბლონები: 4 მზა ვარიანტი და 20-ზე მეტი ველი შენი ტექსტით.
ოფლაინ რეჟიმი და კონტროლი
პროდუქტები წინასწარ ინახება მოწყობილობაზე, ამიტომ სალარო ინტერნეტზე არ არის მიბმული.
- კავშირის გაწყვეტისას გაყიდვა ჩვეულებრივად გრძელდება.
- კავშირის აღდგენისას შენახული გაყიდვები თავისით იგზავნება.
- ფასდაკლება, ხაზის წაშლა, დაბრუნება და ფასის შეცვლა ცალ-ცალკე უფლებებია — მოლარე მხოლოდ იმას აკეთებს, რაც მიეცი.
ხშირი კითხვები
სჭირდება თუ არა სალაროს ინსტალაცია?
არა. სალარო ბრაუზერში იხსნება ნებისმიერ კომპიუტერზე ან პლანშეტზე. თუ ადგილობრივი პროგრამა გირჩევნია, არსებობს Windows-ის დესკტოპ ვერსიაც.
მუშაობს თუ არა ბანკის ტერმინალთან და ფისკალურ აპარატთან?
კი. ტერმინალი და ფისკალური აპარატი მოლარის კომპიუტერზე დაყენებული პატარა დამაკავშირებელი პროგრამით მუშაობს. დაგვიკავშირდი და გეტყვით, შენი მოდელი როგორ ერთდება.
რა ხდება, თუ ინტერნეტი გაითიშა?
სალარო აგრძელებს გაყიდვას წინასწარ ჩატვირთული პროდუქტებით. კავშირის აღდგენისას შენახული გაყიდვები ავტომატურად სინქრონდება.