საცხობის და წარმოების პროგრამა
რეცეპტს ერთხელ აღწერ, დანარჩენს GTSoft ითვლის: რა ნედლეული დაიხარჯა, რა ღირს მზა პროდუქცია და რა მოგება დარჩა გაყიდვაზე.

რა პრობლემას აგვარებს
არ იცი, რა ღირს ერთი ცალი
მზა პროდუქციის თვითღირებულება ნედლეულის რეალური (FIFO) ფასით ითვლება.
ნედლეული „ქრება"
წარმოებისას ნედლეული რეცეპტით ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან.
წარმოება და გაყიდვა ცალ-ცალკეა
მზა პროდუქცია იმავე სისტემაში იყიდება; თუ ნაშთი არ არის, გაყიდვისას რეცეპტით თავისით იწარმოება.
წარმოება
- რეცეპტები ნედლეულით და რაოდენობით.
- ხელით წარმოება: აირჩიე პროდუქტი — ნედლეული თავად აკლდება.
- ავტომატური წარმოება გაყიდვისას, თუ მზა ნაშთი არ არის.
გაყიდვა
- სალარო, ფისკალური ჩეკი და ბარათით გადახდა.
- საბითუმო გაყიდვა კლიენტზე და RS.GE ზედნადები.
- ანგარიში მოგებით — ნედლეულის ფასის გათვალისწინებით.
რა ღირს
პირველი 2 თვე უფასოა, ბარათის მითითების გარეშე. შემდეგ — 50 ₾ თვეში (1 ფილიალი, 2 მომხმარებელი), 4 მომხმარებელი — 70 ₾, რესტორანი (2 მიმტანი, 5 მაგიდამდე) — 80 ₾. მეტი ფილიალი ან მომხმარებელი — ფასი ინდივიდუალურად.
ხშირი კითხვები
ვისთვისაა წარმოების მოდული?
საცხობისთვის, საკონდიტროსთვის, სამზარეულოსთვის და ნებისმიერი მცირე წარმოებისთვის, სადაც მზა პროდუქცია ნედლეულისგან მზადდება.
შეიძლება წარმოება გაყიდვისას თავისით მოხდეს?
კი. თუ პროდუქტს რეცეპტი აქვს და მზა ნაშთი არ არის, გაყიდვისას ის რეცეპტით იწარმოება.
როგორ ითვლება მზა პროდუქციის თვითღირებულება?
დახარჯული ნედლეულის FIFO ფასებით — ზუსტად ის, რაც საწყობიდან ჩამოიწერა.