საბითუმო და დისტრიბუციის პროგრამა
მძღოლი ტელეფონზე ხედავს თავის დატვირთვას, ადგილზე აფორმებს მიწოდებას, იღებს გადახდას და აგზავნის ზედნადებს. ოფისში კი ჩანს, რა გაიყიდა, რა დარჩა მანქანაში და ვის რამდენი მართებს.

რა პრობლემას აგვარებს
ზედნადებს ოფისში დაბრუნების შემდეგ წერ
მთავარი ზედნადები დატვირთვაზე იგზავნება, თითო კლიენტზე კი ქვე-ზედნადები — პირდაპირ მძღოლის ტელეფონიდან.
არ იცი, ვის რამდენი მართებს
კლიენტის ვალი და გადახდების ისტორია მძღოლის ტელეფონშიც ჩანს; გადახდა ადგილზე ფორმდება.
არ იცი, სად არის მანქანა
GPS თვალყურის დევნება რუკაზე Traccar-ის სერვერით.
გზაზე
- დისტრიბუცია ტელეფონის ბრაუზერში იხსნება — ცალკე აპლიკაცია არ სჭირდება.
- სამი ფასი (ფ1/ფ2/ფ3) და სწრაფი გადართვა კლიენტის მიხედვით.
- ინტერნეტის გარეშე: მიწოდება და გადახდა ინახება და კავშირზე იგზავნება.
ოფისში
- დატვირთვის შექმნა, რედაქტირება და დასრულება.
- კლიენტები, ვალები და შეხსენებები.
- ანგარიშები მძღოლის, კლიენტისა და პერიოდის მიხედვით.
რა ღირს
პირველი 2 თვე უფასოა, ბარათის მითითების გარეშე. შემდეგ — 50 ₾ თვეში (1 ფილიალი, 2 მომხმარებელი), 4 მომხმარებელი — 70 ₾, რესტორანი (2 მიმტანი, 5 მაგიდამდე) — 80 ₾. მეტი ფილიალი ან მომხმარებელი — ფასი ინდივიდუალურად.
ხშირი კითხვები
სჭირდება მძღოლს ცალკე აპლიკაცია?
არა. დისტრიბუცია ტელეფონის ბრაუზერში იხსნება და მთავარ ეკრანზე აპლიკაციასავით ემატება.
შეიძლება ერთი დატვირთვის რამდენიმე კლიენტზე დაყოფა?
კი. მთავარი ზედნადები დატვირთვაზე იგზავნება, თითო მიწოდებაზე კი ქვე-ზედნადები.
მუშაობს ინტერნეტის გარეშე?
კი. მიწოდებები და გადახდები ტელეფონში ინახება და კავშირის აღდგენისას თავისით იგზავნება.