ფილიალების მართვა: რამდენიმე მაღაზია — ერთი სისტემა

ყველა ფილიალი ერთ ორგანიზაციაშია. პროდუქტს ერთხელ აღწერ, ყოველ ფილიალს კი თავისი ნაშთი, ფასები, მოლარეები და პარამეტრები აქვს — ხოლო ანგარიშებს ერთად ან ცალ-ცალკე ხედავ.

პროდუქტები და ნაშთი

  • პროდუქტი შეიძლება აღწერო მთელი ორგანიზაციისთვის ან მხოლოდ ერთი ფილიალისთვის.
  • ნაშთი, ფასი, მოლარეები და პარამეტრები ყოველ ფილიალს თავისი აქვს.
  • ერთი და იგივე შტრიხკოდი სხვადასხვა ფილიალში შეიძლება იყოს; ერთ ფილიალში — ორჯერ არა.
  • შესყიდვის გეგმა აჩვენებს, სხვა რომელ ფილიალში დევს გასათავებელი პროდუქტი.

ფილიალებს შორის

  • გადაზიდვა ერთი ორგანიზაციის ფილიალებს შორის — გაგზავნა და მიღება, RS.GE ზედნადებით.
  • აქცია შეიძლება მოქმედებდეს ყველა ფილიალში ან მხოლოდ არჩეულებში.
  • RS.GE-ის მონაცემები ორგანიზაციაზე ან თითო ფილიალზე.

ხალხი და ანგარიშები

  • უფლებები ყოველ ფილიალზე ცალკეა: ერთი ადამიანი ერთგან შეიძლება მენეჯერი იყოს, მეორეგან — მოლარე.
  • რამდენიმე ფილიალის თანამშრომელი შესვლისას ირჩევს, სად მუშაობს.
  • გაყიდვები და მოგება ერთი ფილიალით ან ყველა ფილიალით ერთად — ცალკე უფლებით.

ხშირი კითხვები

რამდენი ფილიალის დამატება შეიძლება?

ერთ ორგანიზაციაში რამდენიმე ფილიალია შესაძლებელი. სტანდარტული ტარიფები 1 ფილიალს მოიცავს; მეტ ფილიალზე ფასი ინდივიდუალურია — მოგვწერე რაოდენობა.

ფილიალებს ერთი პროდუქტების სია აქვთ?

შეიძლება. პროდუქტი აღწერე ორგანიზაციის დონეზე და ყველა ფილიალში გამოჩნდება; ნაშთი და ფასი მაინც ყოველ ფილიალს თავისი აქვს.

როგორ გადავიტანო საქონელი ერთი ფილიალიდან მეორეში?

გადაზიდვით: ერთ ფილიალში აგზავნი, მეორეში იღებ, საჭიროებისას RS.GE ზედნადებით. ნაშთი ორივეგან ავტომატურად იცვლება.

სცადე შენს ბიზნესზე

რეგისტრაცია უფასოა, პირველი 2 თვე — ბარათის მითითების გარეშე. ინტერფეისი 6 ენაზე.

სცადე 2 თვე უფასოდ