რესტორანი: მაგიდიდან სამზარეულომდე და გადახდამდე

მიმტანი შეკვეთას ტელეფონიდან ან პლანშეტიდან იღებს, სამზარეულო მას ეკრანზე ხედავს, გადახდისას კი ინგრედიენტები რეცეპტის მიხედვით აკლდება ნაშთს.

GTSoft — რესტორანი და კაფე

დარბაზი და შეკვეთა

  • დარბაზის რუკა მაგიდებითა და კედლებით კომპიუტერზე, მაგიდების ბადე ტელეფონზე.
  • მოდიფიკატორები (მაგ. ცხარე, დამატებითი ყველი) ფასის ცვლილებით.
  • კერძების რიგი: წინა კერძი, ძირითადი, დესერტი.
  • რამდენიმე მიმტანი ერთდროულად — შეკვეთები ყველასთან სინქრონდება.

სამზარეულო

  • სამზარეულოს ეკრანი სამ სვეტად: გაგზავნილი, მზადდება, მზადაა.
  • სადგურები — სამზარეულო, ბარი, მწვადი და სხვ.; ყოველი კერძი თავის სადგურზე მიდის.
  • ხმოვანი შეტყობინება ახალ შეკვეთაზე.

გადახდა და საწყობი

  • ანგარიშის გაყოფა თანაბრად ან ხელით; ჩაი და მომსახურების პროცენტი.
  • ნაღდი, ბარათი ან შერეული გადახდა.
  • რეცეპტით ჩამოწერა: გაყიდული კერძის ინგრედიენტები ავტომატურად აკლდება ნაშთს.
  • თუ ინგრედიენტი არ ყოფნის, გაყიდვა არ იბლოკება — ჩაიწერება და მენეჯერი ნახავს.

ხშირი კითხვები

შეუძლია მიმტანს შეკვეთის ტელეფონიდან მიღება?

კი. რესტორნის სალარო ტელეფონზე და პლანშეტზეც მუშაობს — მაგიდების ბადით.

რა ღირს რესტორნის ტარიფი?

80 ₾ თვეში: 2 მიმტანი, 2 სხვა მომხმარებელი და 5-მდე მაგიდა. მეტ მაგიდასა და მომხმარებელზე ფასი ინდივიდუალურია. რეგისტრაციის შემდეგ პირველი 2 თვე უფასოა.

როგორ აკლდება პროდუქტები საწყობს?

ყოველ კერძს რეცეპტი აქვს. გაყიდვისას მისი ინგრედიენტები ნაშთს FIFO-ით აკლდება, ამიტომ თვითღირებულებაც და მოგებაც ზუსტად ჩანს.

სცადე შენს ბიზნესზე

რეგისტრაცია უფასოა, პირველი 2 თვე — ბარათის მითითების გარეშე. ინტერფეისი 6 ენაზე.

სცადე 2 თვე უფასოდ