სალარო ინტერნეტის გარეშე: როგორ მუშაობს ოფლაინ რეჟიმი
ინტერნეტის გათიშვა გაყიდვას არ აჩერებს. სალარო პროდუქტებს მოწყობილობაზე ინახავს, გაყიდვებს რიგში აყენებს და კავშირის დაბრუნებისას თავად აგზავნის.
რა გჭირდება
- სალარო ერთხელ მაინც უნდა გაიხსნას ინტერნეტით — ამ დროს ინახება პროგრამა, პროდუქტები და მყიდველები.
- თანამედროვე ბრაუზერი (Chrome, Edge, Firefox). ცალკე პარამეტრი არ სჭირდება.
ნაბიჯები
გახსენი სალარო ინტერნეტით
პირველ გახსნაზე პროდუქტების სია მოწყობილობაზე ინახება.
კავშირი გაწყდა
გამოჩნდება ზოლი „ინტერნეტი გათიშულია — გაყიდვები ლოკალურად ინახება". პროდუქტები შენახული სიიდან იტვირთება.
გააგრძელე გაყიდვა
ყიდი ჩვეულებრივად. თუ სერვერი არ პასუხობს, გაყიდვა მოწყობილობაზე ინახება, ნაშთი აკლდება და კალათა სუფთავდება: „შენახულია ✓ სინქრონდება კავშირის აღდგენისთანავე".
ადევნე თვალი რიგს
ზოლზე ჩანს, რამდენი გაყიდვა ელოდება გაგზავნას.
კავშირი აღდგა
გაყიდვები თავისით იგზავნება — კავშირის დაბრუნებისას, გვერდის გახსნისას და ყოველ 30 წამში. გამოჩნდება „✓ N გაყიდვა სინქრონდა".
კარგია იცოდე
- ოფლაინ გაყიდვაზე ფისკალური ჩეკი არ იბეჭდება — არც მაშინ და არც სინქრონიზაციის შემდეგ. ჩეკი მხოლოდ სერვერის დადასტურების შემდეგ იბეჭდება.
- ოფლაინ მხოლოდ გაყიდვა მუშაობს. დაბრუნება, სალაროში თანხის შეტანა-გატანა, ზედნადები, მყიდველის დამატება და ლოიალობის ბალანსი ინტერნეტს საჭიროებს.
- თუ სესია ამოიწურა, რიგი იცდის და შესვლის შემდეგ გაიგზავნება — გაყიდვა არ იკარგება.
- ბარათით გადახდა ბანკის ტერმინალზეა დამოკიდებული — ტერმინალს თავისი კავშირი სჭირდება.
მოდულის აღწერასალარო (POS)შტრიხკოდი, სასწორი, ბარათით გადახდა, ფისკალური ჩეკი და ოფლაინ რეჟიმი.