როგორ ჩავატაროთ ინვენტარიზაცია
აღწერა სისტემის ნაშთს ფაქტობრივს ადარებს: ჩაწერ, რამდენი დათვალე, პროგრამა კი აჩვენებს დანაკლისსა და ზედმეტს თანხით.
რა გჭირდება
- ინვენტარიზაციის, აღწერის დაწყების, ჩამოწერისა და მიღების უფლებები — მენეჯერს, ადმინსა და მფლობელს ნაგულისხმევად აქვს.
- თუ ჩამოწერაზე „უფლება არ გაქვთ" ამოდის, შეამოწმე კაბინეტში „🔒 უფლებები" → ნაკლების ჩამოწერა.
ნაბიჯები
დაიწყე აღწერა
მენიუ „ინვენტარიზაცია" → „+ ახალი აღწერა". სურვილისამებრ დაწერე შენიშვნა. აღწერა გამოჩნდება „მიმდინარე" ჩანართში.
იპოვე პროდუქტი
გახსენი აღწერა და ჩაწერე ან დაასკანერე ძებნის ველში — ეძებს სახელით, შტრიხკოდით, კოდითა და PLU-ით. სია შეგიძლია განყოფილებით ან ნაშთით გაფილტრო.
ჩაწერე დათვლილი რაოდენობა
სვეტში „ფაქტობრივი" შეიყვანე რაოდენობა და დააჭირე Enter-ს — ინახება და შემდეგ ხაზზე გადადის. „სხვაობა" და „ღირებულება" მაშინვე ითვლება.
გადახედე ჯამებს
ზედა ზოლში ჩანს „აღწერილი X / Y", „დანაკლისი" და „ჭარბი" — რაოდენობითა და თანხით.
ჩამოწერე დანაკლისი და მიიღე ჭარბი
„📉 ჩამოწერა (დანაკლისი)" და „📈 მიღება (ჭარბი)". ორივე დადასტურებას ითხოვს.
დაასრულე
„✓ დასრულება". ამის შემდეგ აღწერა „დასრულებულში" გადადის და ცვლილება აღარ შეიძლება.
კარგია იცოდე
- ჩამოიწერება მხოლოდ ის პროდუქტი, რომელსაც რაოდენობა ჩაუწერე. თუ რამე თაროზე არ არის, ჩაწერე 0 — დაუთვლელი პროდუქტი ავტომატურად არ ნულდება.
- ჩამოწერა და მიღება „დასრულებამდე" გააკეთე — დასრულებულ აღწერაზე ეს ღილაკები აღარ ჩანს.
- ერთი პროდუქტის გასასწორებლად სრული აღწერა არ გჭირდება: „⚡ სწრაფი კორექცია" — პროდუქტი, დათვლილი რაოდენობა და მიზეზი.
- სკანერი პროდუქტს პოულობს, რაოდენობას კი ხელით წერ.
მოდულის აღწერასაწყობი და ნაშთებისაქონლის მიღება, ნაშთები, ინვენტარიზაცია, გადაზიდვა და შესყიდვის გეგმა.