სალარო ინტერნეტის გარეშე: როგორ მუშაობს ოფლაინ რეჟიმი

ინტერნეტის გათიშვა გაყიდვას არ აჩერებს. სალარო პროდუქტებს მოწყობილობაზე ინახავს, გაყიდვებს რიგში აყენებს და კავშირის დაბრუნებისას თავად აგზავნის.

რა გჭირდება

  • სალარო ერთხელ მაინც უნდა გაიხსნას ინტერნეტით — ამ დროს ინახება პროგრამა, პროდუქტები და მყიდველები.
  • თანამედროვე ბრაუზერი (Chrome, Edge, Firefox). ცალკე პარამეტრი არ სჭირდება.

ნაბიჯები

  1. გახსენი სალარო ინტერნეტით

    პირველ გახსნაზე პროდუქტების სია მოწყობილობაზე ინახება.

  2. კავშირი გაწყდა

    გამოჩნდება ზოლი „ინტერნეტი გათიშულია — გაყიდვები ლოკალურად ინახება". პროდუქტები შენახული სიიდან იტვირთება.

  3. გააგრძელე გაყიდვა

    ყიდი ჩვეულებრივად. თუ სერვერი არ პასუხობს, გაყიდვა მოწყობილობაზე ინახება, ნაშთი აკლდება და კალათა სუფთავდება: „შენახულია ✓ სინქრონდება კავშირის აღდგენისთანავე".

  4. ადევნე თვალი რიგს

    ზოლზე ჩანს, რამდენი გაყიდვა ელოდება გაგზავნას.

  5. კავშირი აღდგა

    გაყიდვები თავისით იგზავნება — კავშირის დაბრუნებისას, გვერდის გახსნისას და ყოველ 30 წამში. გამოჩნდება „✓ N გაყიდვა სინქრონდა".

კარგია იცოდე

  • ოფლაინ გაყიდვაზე ფისკალური ჩეკი არ იბეჭდება — არც მაშინ და არც სინქრონიზაციის შემდეგ. ჩეკი მხოლოდ სერვერის დადასტურების შემდეგ იბეჭდება.
  • ოფლაინ მხოლოდ გაყიდვა მუშაობს. დაბრუნება, სალაროში თანხის შეტანა-გატანა, ზედნადები, მყიდველის დამატება და ლოიალობის ბალანსი ინტერნეტს საჭიროებს.
  • თუ სესია ამოიწურა, რიგი იცდის და შესვლის შემდეგ გაიგზავნება — გაყიდვა არ იკარგება.
  • ბარათით გადახდა ბანკის ტერმინალზეა დამოკიდებული — ტერმინალს თავისი კავშირი სჭირდება.
მოდულის აღწერასალარო (POS)შტრიხკოდი, სასწორი, ბარათით გადახდა, ფისკალური ჩეკი და ოფლაინ რეჟიმი.

სცადე შენს ბიზნესზე

რეგისტრაცია უფასოა, პირველი 2 თვე — ბარათის მითითების გარეშე. ინტერფეისი 6 ენაზე.

სცადე 2 თვე უფასოდ