როგორ ჩავატაროთ ინვენტარიზაცია

აღწერა სისტემის ნაშთს ფაქტობრივს ადარებს: ჩაწერ, რამდენი დათვალე, პროგრამა კი აჩვენებს დანაკლისსა და ზედმეტს თანხით.

რა გჭირდება

  • ინვენტარიზაციის, აღწერის დაწყების, ჩამოწერისა და მიღების უფლებები — მენეჯერს, ადმინსა და მფლობელს ნაგულისხმევად აქვს.
  • თუ ჩამოწერაზე „უფლება არ გაქვთ" ამოდის, შეამოწმე კაბინეტში „🔒 უფლებები" → ნაკლების ჩამოწერა.

ნაბიჯები

  1. დაიწყე აღწერა

    მენიუ „ინვენტარიზაცია" → „+ ახალი აღწერა". სურვილისამებრ დაწერე შენიშვნა. აღწერა გამოჩნდება „მიმდინარე" ჩანართში.

  2. იპოვე პროდუქტი

    გახსენი აღწერა და ჩაწერე ან დაასკანერე ძებნის ველში — ეძებს სახელით, შტრიხკოდით, კოდითა და PLU-ით. სია შეგიძლია განყოფილებით ან ნაშთით გაფილტრო.

  3. ჩაწერე დათვლილი რაოდენობა

    სვეტში „ფაქტობრივი" შეიყვანე რაოდენობა და დააჭირე Enter-ს — ინახება და შემდეგ ხაზზე გადადის. „სხვაობა" და „ღირებულება" მაშინვე ითვლება.

  4. გადახედე ჯამებს

    ზედა ზოლში ჩანს „აღწერილი X / Y", „დანაკლისი" და „ჭარბი" — რაოდენობითა და თანხით.

  5. ჩამოწერე დანაკლისი და მიიღე ჭარბი

    „📉 ჩამოწერა (დანაკლისი)" და „📈 მიღება (ჭარბი)". ორივე დადასტურებას ითხოვს.

  6. დაასრულე

    „✓ დასრულება". ამის შემდეგ აღწერა „დასრულებულში" გადადის და ცვლილება აღარ შეიძლება.

კარგია იცოდე

  • ჩამოიწერება მხოლოდ ის პროდუქტი, რომელსაც რაოდენობა ჩაუწერე. თუ რამე თაროზე არ არის, ჩაწერე 0 — დაუთვლელი პროდუქტი ავტომატურად არ ნულდება.
  • ჩამოწერა და მიღება „დასრულებამდე" გააკეთე — დასრულებულ აღწერაზე ეს ღილაკები აღარ ჩანს.
  • ერთი პროდუქტის გასასწორებლად სრული აღწერა არ გჭირდება: „⚡ სწრაფი კორექცია" — პროდუქტი, დათვლილი რაოდენობა და მიზეზი.
  • სკანერი პროდუქტს პოულობს, რაოდენობას კი ხელით წერ.
მოდულის აღწერასაწყობი და ნაშთებისაქონლის მიღება, ნაშთები, ინვენტარიზაცია, გადაზიდვა და შესყიდვის გეგმა.

სცადე შენს ბიზნესზე

რეგისტრაცია უფასოა, პირველი 2 თვე — ბარათის მითითების გარეშე. ინტერფეისი 6 ენაზე.

სცადე 2 თვე უფასოდ