იცოდე, რა გაქვს თაროზე — ყველა ფილიალში

ყოველი მიღება, გაყიდვა, გადაზიდვა და ჩამოწერა ნაშთს მაშინვე ცვლის. ხედავ, რა იწურება, რამდენი უნდა შეუკვეთო და რამდენი გმართებს მომწოდებლისა.

GTSoft — საწყობი და ნაშთები

საქონლის მიღება

მიიღე საქონელი ხელით ან მომწოდებლის RS.GE ზედნადებიდან — ხელახლა აკრეფის გარეშე.

  • მომწოდებლის ზედნადებები, ვალი და გადახდები ერთ ადგილას.
  • თუ მომწოდებლის შტრიხკოდი შენსას არ ემთხვევა, სისტემა შესაბამისობას იმახსოვრებს და მის შემდეგ ზედნადებებზე თავად იყენებს.
  • თვითღირებულება ყოველ პარტიაზე, საჭიროებისას ბაჟისა და ტრანსპორტის ჩათვლით.

ნაშთი და კონტროლი

  • ნაშთი ყოველ ფილიალში ცალკე ითვლება: მიღებულს გამოკლებული გაყიდული.
  • ინვენტარიზაცია: დათვლილი რაოდენობა სისტემას ედარება, დანაკლისი ჩამოიწერება, ზედმეტი მიიღება.
  • პროდუქტის ისტორია: ყოველი მიღება, გაყიდვა, გადაზიდვა და შესწორება ერთ სიაში.
  • ვადების ანგარიში — ხედავ, რას ეწურება ვადა.

ფილიალები და შესყიდვა

  • გადაზიდვა ერთი ორგანიზაციის ფილიალებს შორის, RS.GE ზედნადებით.
  • შესყიდვის გეგმა: რა გაგითავდება და რამდენი უნდა შეუკვეთო — გაყიდვისა და გადაზიდვის ტემპის მიხედვით.
  • პროდუქტი შეიძლება ერთხელ აღწერო მთელი ორგანიზაციისთვის; ფასი და ნაშთი კი ყოველ ფილიალს თავისი აქვს.

ხშირი კითხვები

შემიძლია საქონლის მიღება RS.GE ზედნადებიდან?

კი. მომწოდებლის ზედნადები პირდაპირ შემოდის მიღებაში და საწყობის მიღებად იქცევა — ხელით აკრეფა არ გჭირდება.

როგორ ითვლება თვითღირებულება?

FIFO პარტიებით: ყოველი მიღება ცალკე პარტიაა თავისი ფასით, გაყიდვა კი ჯერ ყველაზე ძველ პარტიას ხარჯავს. ასე მოგება რეალური შესყიდვის ფასით ითვლება.

შეიძლება რამდენიმე ფილიალის მართვა?

კი. ერთ ორგანიზაციაში რამდენიმე ფილიალია შესაძლებელი: ნაშთი, ფასები და მოლარეები ყოველს თავისი აქვს, ანგარიშები კი ერთად ან ცალ-ცალკე ჩანს.

სცადე შენს ბიზნესზე

რეგისტრაცია უფასოა, პირველი 2 თვე — ბარათის მითითების გარეშე. ინტერფეისი 6 ენაზე.

სცადე 2 თვე უფასოდ