RS.GE ზედნადებები — rs.ge-ზე ცალკე შესვლის გარეშე

GTSoft შემოსავლების სამსახურის სისტემასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ზედნადები იგზავნება იქიდან, სადაც საქონელი მოძრაობს, შემოსული ზედნადები კი თავად ხდება საწყობის მიღება.

GTSoft — RS.GE ზედნადებები

ზედნადების გაგზავნა

  • გაყიდვიდან — სალაროდან ან გაყიდვების სიიდან.
  • ფილიალებს შორის გადაზიდვისას.
  • დისტრიბუციაში — ერთი დატვირთვა რამდენიმე მიწოდებად, ქვე-ზედნადებებით.
  • მომწოდებლისთვის დაბრუნების ზედნადები.

ზედნადების მიღება

  • მომწოდებლის ზედნადები შემოდის და საწყობის მიღებად იქცევა.
  • თუ ზედნადები RS.GE-ზე მოგვიანებით შეასწორეს, პროგრამა სხვაობას აჩვენებს და ხაზ-ხაზ წყვეტ, მიიღო თუ არა.
  • მომწოდებლის შტრიხკოდების შესაბამისობა ინახება და შემდეგ ზედნადებებზე თავად მუშაობს.

პარამეტრები და შემოწმება

  • მყიდველის საიდენტიფიკაციო კოდის შემოწმება RS.GE-ში.
  • RS.GE-ის მონაცემები ორგანიზაციის ან ცალკეული ფილიალის დონეზე.
  • ფისკალური ანგარიში: გაყიდვები და ზედნადებები ერთ სურათად.

ხშირი კითხვები

სად ვუთითებ RS.GE-ის მომხმარებელსა და პაროლს?

კაბინეტში — ორგანიზაციის ან ცალკეული ფილიალის დონეზე. იქვე შეგიძლია კავშირი შეამოწმო.

შეიძლება ერთი დატვირთვის რამდენიმე კლიენტზე დაყოფა?

კი. დისტრიბუციაში მთავარი ზედნადები იყოფა ქვე-ზედნადებებად — თითო მიწოდებაზე.

რა ხდება, თუ მომწოდებელმა ზედნადები შეცვალა?

პროგრამა ცვლილებას აჩვენებს, შენ კი ხაზ-ხაზ წყვეტ, მიიღებ თუ არა.

სცადე შენს ბიზნესზე

რეგისტრაცია უფასოა, პირველი 2 თვე — ბარათის მითითების გარეშე. ინტერფეისი 6 ენაზე.

სცადე 2 თვე უფასოდ