ფილიალების მართვა: რამდენიმე მაღაზია — ერთი სისტემა
ყველა ფილიალი ერთ ორგანიზაციაშია. პროდუქტს ერთხელ აღწერ, ყოველ ფილიალს კი თავისი ნაშთი, ფასები, მოლარეები და პარამეტრები აქვს — ხოლო ანგარიშებს ერთად ან ცალ-ცალკე ხედავ.
პროდუქტები და ნაშთი
- პროდუქტი შეიძლება აღწერო მთელი ორგანიზაციისთვის ან მხოლოდ ერთი ფილიალისთვის.
- ნაშთი, ფასი, მოლარეები და პარამეტრები ყოველ ფილიალს თავისი აქვს.
- ერთი და იგივე შტრიხკოდი სხვადასხვა ფილიალში შეიძლება იყოს; ერთ ფილიალში — ორჯერ არა.
- შესყიდვის გეგმა აჩვენებს, სხვა რომელ ფილიალში დევს გასათავებელი პროდუქტი.
ფილიალებს შორის
- გადაზიდვა ერთი ორგანიზაციის ფილიალებს შორის — გაგზავნა და მიღება, RS.GE ზედნადებით.
- აქცია შეიძლება მოქმედებდეს ყველა ფილიალში ან მხოლოდ არჩეულებში.
- RS.GE-ის მონაცემები ორგანიზაციაზე ან თითო ფილიალზე.
ხალხი და ანგარიშები
- უფლებები ყოველ ფილიალზე ცალკეა: ერთი ადამიანი ერთგან შეიძლება მენეჯერი იყოს, მეორეგან — მოლარე.
- რამდენიმე ფილიალის თანამშრომელი შესვლისას ირჩევს, სად მუშაობს.
- გაყიდვები და მოგება ერთი ფილიალით ან ყველა ფილიალით ერთად — ცალკე უფლებით.
ხშირი კითხვები
რამდენი ფილიალის დამატება შეიძლება?
ერთ ორგანიზაციაში რამდენიმე ფილიალია შესაძლებელი. სტანდარტული ტარიფები 1 ფილიალს მოიცავს; მეტ ფილიალზე ფასი ინდივიდუალურია — მოგვწერე რაოდენობა.
ფილიალებს ერთი პროდუქტების სია აქვთ?
შეიძლება. პროდუქტი აღწერე ორგანიზაციის დონეზე და ყველა ფილიალში გამოჩნდება; ნაშთი და ფასი მაინც ყოველ ფილიალს თავისი აქვს.
როგორ გადავიტანო საქონელი ერთი ფილიალიდან მეორეში?
გადაზიდვით: ერთ ფილიალში აგზავნი, მეორეში იღებ, საჭიროებისას RS.GE ზედნადებით. ნაშთი ორივეგან ავტომატურად იცვლება.