წარმოება: ნედლეულიდან მზა პროდუქციამდე
რეცეპტს ერთხელ აღწერ, დანარჩენს კი GTSoft ითვლის: რა დაიხარჯა, რა ღირს მზა პროდუქცია და რამდენი დარჩა.

რეცეპტები
- რეცეპტი (ნედლეულის სია რაოდენობებით) ყოველ პროდუქტზე.
- ერთი ნედლეული შეიძლება ბევრ რეცეპტში იყოს — მისი ნაშთი ერთ ადგილას ითვლება.
წარმოება
- ხელით: აირჩიე პროდუქტი და რაოდენობა — ნედლეული ჩამოიწერება, მზა პროდუქცია ნაშთს ემატება.
- ავტომატურად: თუ სალაროზე იყიდება ადგილზე დასამზადებელი პროდუქტი, რომელიც ნაშთში არ არის, სისტემა მას რეცეპტით „ამზადებს".
- ყოველი წარმოება ცალკე პარტიაა თავისი ნომრით.
თვითღირებულება
- ნედლეული ჩამოიწერება FIFO-ით.
- მზა პროდუქციის თვითღირებულება დახარჯული ნედლეულის შეწონილი საშუალო ფასია.
- მოგება ანგარიშებში რეალური ხარჯით ჩანს.
ხშირი კითხვები
ვისთვისაა წარმოების მოდული?
საცხობისთვის, საკონდიტროსთვის, სამზარეულოსთვის და ნებისმიერი მცირე საწარმოსთვის, სადაც ნედლეულიდან მზა პროდუქცია მზადდება.
შეიძლება წარმოება გაყიდვისას თავისით მოხდეს?
კი. თუ პროდუქტს რეცეპტი აქვს და ნაშთში არ არის, გაყიდვისას ნედლეული ავტომატურად ჩამოიწერება.