მოემსახურე მყიდველს
მოძებნე პროდუქტი, შეარჩიე გადახდის ტიპი და დაასრულე გაყიდვა. იმუშავე შტრიხკოდითა და ასაწონი პროდუქტებით.
გაყიდვები, მარაგი და ანგარიშები — ერთ სისტემაში. დაიწყე ყოველდღიური საქმეებით და საჭიროების მიხედვით დაამატე სხვა მოდულები.
ჯერ გაიცანი პროგრამა — ვიდეოს სანახავად რეგისტრაცია არ გჭირდება.


პროგრამის რეალური ეკრანი · საჩვენებელი მაგალითი
სექტემბრის 2026-ის მონაცემები, აღებულია სისტემიდან; ბრუნვა აპრილიდან — 2 მლნ ₾-ზე მეტი. კლიენტების სახელებს მათი ნებართვის გარეშე არ ვაქვეყნებთ.
ერთი გაყიდვა რამდენიმე პროცესს უკავშირდება. GTSoft ამ პროცესებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
მოძებნე პროდუქტი, შეარჩიე გადახდის ტიპი და დაასრულე გაყიდვა. იმუშავე შტრიხკოდითა და ასაწონი პროდუქტებით.
ნახე ნაშთი, მიღებები და ფილიალებს შორის მოძრაობა. შესყიდვამდე გადაამოწმე, სად გაქვს საჭირო პროდუქტი.
გაანალიზე გაყიდვები, ხარჯები და მოგება. შეადარე პერიოდები და დაგეგმე შემდეგი ნაბიჯი.
GTSoft არის სალაროსა და ბიზნესის მართვის სისტემა მაღაზიებისა და რესტორნებისთვის საქართველოში. პროგრამის ინტერფეისი მხარს უჭერს 6 ენას — თანამშრომლებს შეუძლიათ მათთვის სასურველი ენის არჩევა.
შესყიდვის დაგეგმვის მაგალითი: როგორ იპოვო გასათავებელი პროდუქტი და გადაამოწმო სხვა ფილიალის მარაგი.
56 წამი · ქართული გახმოვანება · საიტის კადრებით
ყოველდღიური ოპერაციები პატარა მაღაზიისა თუ რამდენიმე ფილიალის სამართავად.
შეკვეთების მართვა ოფიციანტისთვის, სამზარეულოსთვის და მენეჯერისთვის.
დაწყებამდე ერთად გავარკვიოთ, რა მონაცემები და მოწყობილობები გჭირდება.
მაღაზია თუ რესტორანი? რამდენი სალარო, ფილიალი და თანამშრომელი მუშაობს? დემო ამ საჭიროებებზე ავაწყოთ.
პროდუქტები, ნაშთები და კლიენტები — არსებული ფაილების ფორმატი და გადმოტანის პირობები წინასწარ შევათანხმოთ.
რეალურ მუშაობამდე შეამოწმე საცდელი გაყიდვა, დაბრუნება და ანგარიშები. პრინტერისა და ტერმინალის თავსებადობაც გადაამოწმე.
2 თვე უფასოდ, ბარათის მითითების გარეშე. შემდეგ — 50 ₾ თვეში: 1 ფილიალი, 2 მომხმარებელი. 4 მომხმარებელი — 70 ₾, რესტორანი (2 მიმტანი, 5 მაგიდამდე) — 80 ₾.
მეტი ფილიალი, მომხმარებელი ან მაგიდა გჭირდება? მოგვწერე რაოდენობა და საჭირო მოდულები — ფასს, საცდელ პერიოდს და მხარდაჭერის პირობებს ინდივიდუალურად შევათანხმებთ.
ამავე გვერდზე ნახავ ქართულ ვიდეოს. პირადი დემონსტრაციისთვის დაგვირეკე ან მოგვწერე — შენთვის საჭირო პროცესებს გავივლით.
GTSoft-ში RS.GE ზედნადები პირდაპირ სალაროდან, გაყიდვების სიიდან, გადაზიდვიდან და დისტრიბუციიდან იგზავნება, შემოსული ზედნადებები კი მიღებაში იტვირთება. ამისთვის ცალკე პროგრამა ან rs.ge-ზე ხელით გადატანა არ გჭირდება.
დიახ. დაიწყე ერთი სალაროთი და მარაგით, დანარჩენი მოდულები მოგვიანებით ჩართე. ინსტალაცია არ სჭირდება — ბრაუზერში მუშაობს. 2 თვე უფასოა, ბარათის მითითების გარეშე.
წინასწარ ჩატვირთული პროდუქტებით ოფლაინ გაყიდვა შესაძლებელია. შენახული გაყიდვების სინქრონიზაციას კავშირის აღდგენა სჭირდება; ონლაინ სერვისები, მათ შორის RS.GE, ინტერნეტზეა დამოკიდებული. კონკრეტული მოწყობილობების მუშაობას დემოზე გავივლით.
სისტემას ორივე მიმართულების მოდულები აქვს. ფილიალებსა და თანამშრომლებს სამუშაოს შესაბამისი წვდომები ეძლევათ.
სისტემას პროდუქტების, კლიენტებისა და მომწოდებლების იმპორტი აქვს. გამოგზავნამდე შევათანხმოთ ფაილის ფორმატი და საჭირო ველები. ნაშთებისა და ისტორიის გადმოტანის შესაძლებლობა ცალკე გადასამოწმებელია.
თავსებადობა კონკრეტულ მოდელსა და მიერთების გზაზეა დამოკიდებული. მოგვწერე მოწყობილობების მოდელები და გამოყენებამდე გადაამოწმე მათი მუშაობა.
1 ფილიალი და 2 მომხმარებელი — 50 ₾, 4 მომხმარებელი — 70 ₾, რესტორანი 2 მიმტანით და 5 მაგიდამდე — 80 ₾. ტარიფს თვითონ აირჩევ და გადაიხდი კაბინეტიდან. მეტი ფილიალი ან მომხმარებელი თუ გჭირდება, ფასი ჩვენთან შეათანხმე.
გვითხარი, რას ყიდი და როგორ მუშაობ. გაჩვენებთ, როგორ მოერგება GTSoft შენს პროცესს.